2023 წლის იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 4.9%-ით, ანუ 12 შემთხვევით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 3 თვეში კომპიუტერული დანაშაულის 257 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 109 შემთხვევა გაიხსნა.