პარაპლანით ფრენის თითქმის 1-წლიანი აკრძალვის შემდეგ, მთავრობა ფრენის ახალ წესებს აინიცირებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. უფრო კონკრეტულად კი, ფედერაცია ხდება გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, ვინაიდან ამ წესების მიღების შემდეგ, ვერცერთი ინდმეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ პილოტი არ არის პროფესიონალი და არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. ასევე, ახალი რეგულაციის მიხედვით, თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული.
ამასთან, დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე.
რატომ გახდა საჭირო აღნიშნული რეგულაცია, რა საფრთხეებია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პროექტმა მალე მიიღოს კანონის სახე - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია პარაგლაიდინგის ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი კაპანაძე