საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ -ს იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ.
ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება. ამ ეტაპზე 70 მიოლიონი ლარიდან დახარჯულია მხოლოდ 13 მილიონი ლარი, თუმცა წლის ბოლომდე კიდევ დაემატება არტისტები, შესაბამისად პროექტისთვის წელს სავარაუდოდ 25-დან 30-მდე მლნ ლარამდე დაიხარჯება.
რაც შეეხება ვიზიტორებს, მხოლოდ წლის ბოლომდე ამ ღონისძიებებზე დამსწრე პირთა რაოდენობა 100 000-მდეა ნავარაუდები, მათ შორის ცხადია იქნებიან უცხოელი ვიზიტორები.საინტერესოა, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მიღებული ტურისტული შემოსავლები რა მოცულობით იქნება, ანუ რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე