ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე 12 პალესტინელი, მათ შორის დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" სამი მეთაური ემსხვერპლა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა შორის სამი ქალი და სამი ბავშვია. მათივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 20 ადამიანი.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის სამიზნეს დაჯგუფების წევრები წარმოადგენდნენ.