კანადის მთავრობამ ჩინელი დიპლომატი, ჟაო ვეი გააძევა, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის დაშინების სქემაში მონაწილეობდა.
BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთს ბრალად ედება ჰონგ-კონგში დეპუტატ მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინების მცდელობა მას შემდეგ რაც მან ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, ოტავას მიერ ჩინელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოჰყვა კანადის დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმადაც ჟაო ვეი მაიკლ ჩონგის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობდა.
ოტავაში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ დიპლომატის გაძევებას გმობს და საპასუხო ზომებს მიიღებს.