ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე თქვენ გინდათ რომ მე გავაკეთო კომენტარი?! მე არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მას არავინ არ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს.
პრემიერის შეფასებით, დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ის და „რადიკალური ოპოზიცია“ საქართველოში კოორდინაციაში არიან.