საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლენოვო ტენერიფეს ცენტრ გიორგი შერმადინს კარგი შანსი აქვს, ისტორიაში მე-2 კალათბურთელი გახდეს, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 900-ქულიან ნიშნულს უწევს.
შერმადინის აქტივში 891 ქულაა, მის წინ კი მხოლოდ ვოიცეხ ჰრუბანია 996 ქულით. სათქმელია ისიც, რომ ჩეხმა კალათბურთელმა აღნიშნული მაჩვენებელი 6 სეზონის განმავლობაში დააფიქსირა, ქართველი ლეგიონერი კი ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ მე-4 სეზონს ატარებს.
ლენოვო ტენერიფეს ტურნირზე მორიგი მატჩი "ოთხთა ფინალის" ეგიდით ელის და დიდი ალბათობით, შერმადინი ხსენებულ ნიშნულს უკვე პირველივე მატჩში მიაღწევს.
ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები 12-14 მაისს მალაგაში შედგება. 12 მაისს, ნახევარფინალში ტენერიფელები იერუსალიმის ჰაპოელს შეხვდებიან, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი ადგილობრივი უნიკახა გერმანულ ტელეკომ ბასკეტსს უმასპინძლებს.
შერმადინს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 15 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 22 წუთი, 14 ქულა და 5 მოხსნა.