კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს დელეგაციისთვის წარუმატებელი გამოდგა.
-66 კგ. წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში მონღოლ იონდონპერენლეისთან დამატებით დროში შებოჭვით დამარცხდა.
ამ ბრძოლამდე, მარგველაშვილმა პირველ შეხვედრაში ესტონელი ოსკარ პელტენსონი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხსაც ვაზარით მოუგო. 1/4 ფინალში კი ოლიმპიურ ჩემპიონ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძეს იპონით სძლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით ბრინჯაოს მედალი -60 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.