უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის საჰაერო ძალებს მადლობას უხდის. ზელენსკის თქმით, პარტნიორები უკრაინისათვის მიწოდებული იარაღის გამოყენების ეფექტურობას ხედავენ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ თავისუფალ ხალხს შეუძლია თავისუფლება დამპყრობლებისგან დაიცვას.