უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. უკრაინის ყველა ოლქში, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განგაში თავდაპირველად ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავას ოლქებში გამოცხადდა, მოგვიანებით კი, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. ინტენსიური ავიაიერიშები მიმდინარეობს კიევშიც, სადაც დილიდან საჰაერო თავდაცვაა გააქტიურებული.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, სერგეი პოპკოს განცხადებით, უკრაინელებმა, კიევის თავზე მტრის ბომბდამშენიდან გასროლილი ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.