ნიუ იორკის სასამართლოში დონალდ ტრამპის მიმართ გაუპატიურების ბრალდების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში მწერალი, ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი, ელიზაბეთ ჯინ კეროლი ადანაშაულებს. კეროლის თქმით, ტრამპმა მასზე 1996 წელს, მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში სექსუალურად იძალადა.
დონალდ ტრამპმა სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა, ამის ნაცვლად სხდომაზე მისი ჩვენებების ვიდეოჩანაწერი წარადგინეს, რომელშიც ის ბრალს უარყოფს.
ელიზაბეთ ჯინ კეროლი ჟურნალ ELLE-ში მიმომხილველად 1993-2019 წლებში მუშაობდა. მან დონალდ ტრამპის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდება პირველად 2019 წელს გაასაჯაროვა.