"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ცესკო-ს დაკომპლექტების წესის ცვლილებებას გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას და ამცირებს ცესკო-ს დამოუკიდებლობას.
საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ “ქართული ოცნების” ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება.