ბრიტანელმა მეცნიერებმა პეპლების ახალ გვარს სახელი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ტრილოგიის „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის, საურონის პატივსაცემად დაარქვეს - Saurona. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საურონი ტოლკინის ტრილოგიის მთავარი ანტაგონისტია. წიგნებში აღწერილია საურონის ყოვლისმხედველი თვალი, რომელიც ბნელი მბრძანებლის სიძლიერის სიმბოლოა. პეპლების სტაფილოსფერ ფრთებზე არსებულმა შავმა რგოლებმა მეცნიერებში სწორედ საურონის ყოვლისმხედველ თვალთან გამოიწვია ასოციაცია.
საურონის თვალი
ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში მიიჩნევენ, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ ცნობილი პერსონაჟის სახელი დაეხმარებათ პეპლებისადმი საზოგადოების ინტერესის გაზრდაში.
Saurona-ს გვარს პეპლების ორი სახეობა მიეკუთვნება - Saurona triangular და Saurona aurigera. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ველურ ბუნებაში ამ გვარის მეტი სახეობა ბინადრობს.