ევროკავშირი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს, ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მოლაპარაკებები ბრიუსელში 13-14 მაისს შედგება. გამოცემის ცნობითვე, დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი საბოლოოდ შეთანხმებული ჯერ არ არის. მანამდე, „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ალიევსა და ფაშიანიანს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიღებს. აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.