9 მაისს ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისრტაციის მხარდაჭერით ევროკავშირის დაბადებისდღისადმი მიძღვნილი კონცერტი ,,ევროპისათვის“ გაიმართება. ღონისძიება ხვალ საღამოს 21 საათზე დაიწყება, სადაც მონაწილეობას ქართული ნაციონალური ბალეტი - ,,სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და სხვადასხვა მუსიკოსები მიიღებენ.