ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო - Palitra News

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო

2023-05-08 19:52:39+04:00

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ადვოკატების თქმით, მათ მიერ მტკიცებულების დაუშვებლობის საკითხის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება გახდა. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოდან გადაწყვეტილება დაცვის მხარეს არ მიუღია. სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს.