5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს - გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 1 წლითა და 3 თვის ვადით ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, რომელიც მათ მოიხადეს. გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავეს, რაც შეეხება გიორგი წარუაშვილს, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.