წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამარხები აღმოაჩინეს, რომელსაც სპეციალისტები მე-19 მე- 20 საუკუნით ათარიღებენ. ადგილზე ყოველდღიურად არქეოლოგები მუშაობენ და სამარხებს სწავლობენ. პროცესში ჩართულია ძეგლთა დაცვის სააგენტოც. როდის გაგრძელდება წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები და რა ეტაპზე არიან არქეოლოგები, რომლებიც სამარხებს იკვლევენ.