უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ ფაქტს პრეზიდენტის ინსტიტუტზე იერიშად და ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. პარალელურად, ხელისუფლებას პოზიციით, დღეს არსებული მექანიზმი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ მოქმედებს.