კრემლის ოფიციალური საიტის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 მაისი - გამარჯვების დღე მიულოცა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეთაურებს.
მილოცვის ტექტის მიხედვით, პუტინი გამარჯვების დღეს ულოცავს ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხს და არა ამ ქვეყნების მეთაურებს.
ტექსტში უკრაინის არც ხალხი და არც ხელისუფლება ნახსენები არ არის.
"დღეს ჩვენი მორალური ვალია მამებისა და ბაბუების მიერ ნაანდერძენი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები წმინდად შევინახოთ, არ დავუშვათ, დიდ სამამულო ომზე ისტორიული სიმართლის დამახინჯება, ასევე ნაცისტების, მათი თანამზრახველებისა და ამჟამინდელი იდეური მემკვიდრეების გამართლება“, - ნათქვამია ოკუპანტი პუტინის განცახდებაში.