იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა იგულისხმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულებაში.ჩხაიძის ცნობით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა და ქვეყნებს შეუძლიათ ის მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი.