თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთი რუსეთს ე.წ. რუსი სამშვიდობოების რაოდენობის ზრდას სთხოვს. არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ლეონიდ მანაკოვის თქმით, ამის მიზეზი უსაფრთხოების რისკების მატებაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ უკრაინული ძალები, სავარაუდოდ დნესტრისპირეთში შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებამ ეს უარყო.
პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დნესტრისპირეთზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმის ტოლფასი იქნება.