საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ღონისძიება, რომელიც ბაზარი ორბელიანზე იმართება, საქველმოქმედო ხასიათისაა და შემოსული თანხა იძულებით გადაადგილებული ბავშვების დახმარებასა და წახალისებას მოხმარდება. საქართველოს წითელი ჯვარი ჰუმანიტარულ საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით, 100 წელზე მეტია ახორციელდებს.