21 მაისს, ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აშშ-ის უძველეს ჯაზ კლუბში Blues Alley ცნობილი ქართველი მუსიკოსის გიორგი მიქაძისა და მისი ჯაზ-ტრიოს კონცერტი „ქართულ სიმღერათა კრებული - Georgian Songbook“ გაიმართება.
გიორგი მიქაძის „ქართულ სიმღერათა კრებული“ ცნობილი ქართული მელოდიებისა და თანამედროვე ჯაზის ნამუშევრების გაერთიანებაა. წარმოდგენილი იქნება კომპოზიციები ქართული მხატვრული ფილმებიდან, მულტფილმებიდან და მე-20 საუკუნის ცნობილი თეატრალური დადგმებიდან, რომლებიც ქართველი კომპოზიტორების გია ყანჩელის, ნოდარ გაბუნიას, სულხან ცინცაძის, რევაზ ლაღიძის, შოთა მილორავას, ჯანსუღ კახიძის და სხვა განთქმული კომპოზიტორების ნამუშევრებს ეფუძნება.