მოულოდნელი გაძვირების შემდეგ ხახვის ფასმა დასტაბილურება დაიწყო. მართალია, პროდუქტი ამ ეტაპზეც ძვირია, თუმცა პიკმა გადაიარა და ფასი აგრარულ ბაზრების ნაწილში 3 ლარს ჩამოსცდა, ჰიპერმარკეტების ნაწილი კი მაღალ ფასს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია შეიცვალა, აქტუალურობას არ კარგავს საკითხი, რამ გამოიწვია ხახვის მოულოდნელი გაძვირება.
სპეციალისტები მიზეზად წარმოებაში არსებულ პრობლემას მიიჩნევენ, რასაც აღიარებენ პროდუქტის ექსპორტიორებიც, რომელთა ინფორმაციითაც, ლოგისტიკაში მცირე შეფერხება დაფიქსირდა - ძირითადად რუსეთიდან და თურქეთიდან, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასებზე მყისიერად აისახა.
ცნობისთვის, საქართველოში ხახვის მწარმოებელი ორი ძირითადი რეგიონია - ქვემო ქართლი, რომელზეც ადგილობრივი წარმოების 35% მოდის და შიდა ქართლი, სადაც ქართული ხახვის 50% იწარმოება.
ხახვის იმპორტში ლიდერ პოზიციაზე რუსეთია, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ხახვი 110.7%-ით გაძვირდა