მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში 689 ობიექტი შევიდა, ჯამში თითქმის 540 ათასი კვადრატული მეტრი. გასული წლის ანალოგიურ პერიუოდს რომ შევადაროთ, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 1,2%-ით არის შემცირებული, ხოლო ფართობი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა.
აღსანიშნია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში, მუნიციპალურმა ხელისუფლებამ მილიონ 700 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტებზე 2.2 ათასი სამშენებლო ნებართვა გასცა.
გაცემული ნებართვების მთლიანი რაოდენობის თითქმის 75% ოთხ რეგიონზე ნაწილდება: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.