Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1 მილიარდ 045 მილიონი დოლარი შეადგინა. საინვესტიციო ბანკის განახლებული კვირის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, აღნიშნული პერიოდის შემოსავლები, გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს 79.5%-ით აღემატება.
ორგანიზაციის შეფასებით, მიმდიანრე წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 32.6%-ით გაიზარდა და 250 მლნ დოლარი შეადგინა“.