პარლამენტი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინიციატივის განხილვას იწყებს. კანონპროექტით, საკანონმდებლო ორგანოში ხუთ კომიტეტს, მათ შორის, საფინანსო - საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ოპოზიციონერმა დეპუტატმა უნდა უხელმძღვანელოს, დანარჩენი სამი კომიტეტი კი ოპოზიციისა და უმრავლესობის შეთანხმებით უნდა დაკომპლექტდეს.