ვანში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მძღოლს, რომელიც ამავე სკოლის დირექტორის ქმარია, ხუთიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. დირექტორს თანამდებობის დატოვებაზე განცხადება აქვს დაწერილი.