"ფიორენტინასთან" "ნაპოლის" გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა იტალიის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ, ამჯერად საყვარელი ფეხბურთელების თანხმებით აღნიშნეს. შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია სტადიონზე საქართველოს დროშით გამოჩნდა. გულშემატკივრები „ნაპოლის“ მოთამაშეებიდან ყველაზე დიდი ოვაციებით სწორედ ქართველ ვარსკვლავს შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი პირველად გახდა. გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი კი მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა. 22 წლის შემტევმა იტალიის სერი ა-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.