თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთმა აშშ-ის შეთავაზებაზე, რომ უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემა "S-400" გადაეცა, უარი თქვა.
ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები თურქეთს სთავაზობდა, რუსეთისგან შეძენილ სარაკეტო სისტემაზე კონტროლი აშშ-სთვის ან სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის, გადაეცა. მისივე თქმით, წინადადება თურქეთისთვის მიუღებელია, რადგან ეს მიზნად თურქეთის სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავს.