საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქ სენაკსა და ქუთაისში გარბენი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქის ქუჩებში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.
უწყების ცნობით, სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად