ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება. ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის, გიორგი სიორიძის განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა უბრალო უმრავლესობით, 5 წლის ვადით იქნება შესაძლებელი.
პრეზიდენტის ნაცვლად, კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს, რითაც ხელისუფლება პრეზიდენტს კონსტიტუციურ პრეროგატივას ართმევს.
ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ლიდერების მიერ ინიცირებული ცლილებათა პაკეტის მიღება ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარების კუთხით უკან გადადმული ნაბიჯი იქნება.