სტრასბურგში, ევროპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ემიგრანტებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, დღითიდღე კიდევ უფრო მძიმდება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ.
ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, ადამიანი, რომელმაც გაატარა რეფორმები, ქვეყანა ააშენა და ქვეყანა წაიყვანა სწორი მიმართულებით, არ შეიძლება პუტინის პირადი პატიმარი იყოს, ივანიშვილს გამომწყვდეული ჰყავდეს ციხეში და კლავდეს მას.