იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის დასკვნით ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „ვარეზეს“ უმასპინძლა და 16 ქულის სხვაობით, 98:82 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 7 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ბლოკი მიითვალა.
შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუსმა“ რეგულარული სეზონი 23 მოგებით და 7 მარცხით მეორე ადგილზე დაასრულა და ახლა პლეი-ოფისთვის მოემზადება.