ქართული სამეულის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში, სტუმრად „დუნაისკა სტრედასთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ანგარიშით 3:2 მოიგო.
საჩემპიონო ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი ძირითად შეამდგენლობაში დააყენა. ლიდერების მატჩამდე „სლოვანი“ კონკურენტს 2 ქულით ასწრებდა და ამ შეხვედრაში ფრეც ჰყოფნიდა.
„დუნაისკა სტრედამ“ თამაში კარგად დაიწყო და მე-5 წუთზე მასპინძლები კრსტოვიჩმა დააწინაურა, თუმცა 42-ე წუთზე ლოვატმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე ფრედ, ანგარიშით 1:1-ზე გავიდნენ.
მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. 74-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის შესრულებული კუთხურის შემდეგ გრინმა ახლოდან ზუსტად დაარტყა და „სლოვანი“ დააწინაურა. 81-ე წუთზე კი, რამადანმა წონასწორობა ისევ აღადგინა.
კომპენსირებულ დროსი ბრატისლაველებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ვლადიმირ ვაისი-უცროსმა უნაკლოდ შეასრულა და თავისი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა. ამის შემდეგ მოედანზე ვითარება დაიძაბა და თამაში შეჩერდა, მაგრამ საბოლოოდ „სლოვანმა“ მოგება ხელიდან აღარ გაუშვა 3:2.
30 ტურის შემდეგ „სლოვანს“ 66 ქულა აქვს, „დუნაისკა სტრედას“ ხუთი ქულით ასწრებს და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.