„ნაპოლიმ“ საშინაო კედლებში „ფიორენტინა“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა, რის შემდეგაც პარტენოპეიმ გულშემატკივრებთან ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა. შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია სტადიონზე საქართველოს დროშით გამოჩნდა. გულშემატკივრები „ნაპოლის“ მოთამაშეებიდან ყველაზე დიდი ოვაციებით სწორედ ქართველ ვარსკვლავს შეხვდნენ.
გუშინდელ შეხვედრაში ნეაპოლელებმა ერთადერთი გოლი ქართველი თავდამსხმელის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანეს, რომელიც 74-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა და „ნაპოლის“ სამი ქულა მოუტანა. 34 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 83 ქულა მოიპოვა და მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 17 ქულით ასწრებს. გუნდი იტალიის ჩემპიონია და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.
ცნობისთვის, 2007 წლის შემდეგ ევროპის ტოპ 5 ლიგაში ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც სადებიუტო სეზონის განმავლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა. 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.