გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კახაბერ კამლაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. კამლაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.