სასამართლოში დღეს მარტის აქციების გამო დაკავებული, 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესზე მტკიცებულებებს განიხილავენ, ასევე იგეგმება მოწმეების გამოკითხვა. სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში ლაზარეს მხარდამჭერი აქცია გაიმართება.