ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევების განხორციელებაზეა კონცენტრირებული.
უკრაინის არმიის აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკის გნცხადებით, რუსები 9 მაისამდე ბახმუტის ხელში ჩაგდებას ყველანაირად ცდილობენ, უკრაინელი ჯარისკაცების ამოცანა კი ქალაქის შენარჩუნებაა. მისივე თქმით, რუსებმა დაბომბვის ინტენსივობა გაზარდეს.
უკრაინის რამდენიმე ოლქში, გასულ ღამეს, ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის სვიატოშინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა.