უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასული კვირა უკრაინისათვის ძალიან ნაყოფიერი იყო და ქვეყანა მაის-ივნისში გადასადგმელი ახალი ნაბიჯებისათვის ემზადება. მისივე თქმით, ჯარისკაცებისათვის იარაღის მიწოდება და პარტნიორებთან მოლაპარაკებები უნდა გაძლიერდეს.
ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ყველა დანაშაულის შესახებ იცოდეს. მანვე ხერსონში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპული ცხრა ადამიანის ოჯახებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტის თქმით, გარდაცვლილები განაღმვით სამუშაოებს ატარებდნენ.