თბილისში "ევროპის დღეები" დასრულდა. 6 და 7 მაისს, ორბელიანის მოედანზე, ვროკავშირის ორი თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთისა და შვედეთისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელები იმყოფებოდნენ.
დასკვნით საღამოზე, ეროვნული კულტურისა და ლიტერატურის გაცნობის მიზნით, შვედი მწერლების წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე, გაიმართა მომღერალ სოფია კარლსონისა და ანსამბლ „რილტონს ვანერის“ კონცერტები.
როგორც ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, მსგავსი შინაარსის სახალხო დღესასწაულების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.