ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. 26-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გიორგი ხახუბია. პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105-ი ათასზე მეტი ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა 29 591-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ასევე აღსანიშნავია, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა და ცესკომ პირველადი წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან საათნახევარში წარადგინა.