წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში მიწისქვეშა ნაგებობები აღმოაჩინეს, რომლებიც სპეციალისტების დასკვნით, მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოები სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით წარმოებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერია დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.