სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სასწრაფო რეაბილიტაციას და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს. დაზიანებულია შენობის საძირკველი და კედლები. ისტორიული ძეგლი “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მედეა მეტრეველმა ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილთან, თარხუჯ ჯავახიშვილთან ერთად მოინახულა. მეტრეველის თქმით, სახლ-მუზეუმი ხელისუფლების გულგრილობას ეწირება, რადგან კულტურის სამინისტრო შენობის რეაბილიტაციისთვის არაფერს აკეთებს.