ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ სიტუაცია პოტენციურად საშიში გახდა.
რაფაელ გროსიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსკოვის მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკებმა მიმდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების ევაკუირება დაიწყეს.
„ზოგადი სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება. უკიდურესად შეშფოთებული ვარ ბირთვული უსაფრთხოებისა რეალური რისკებით, რომლის წინაშეც ელექტროსადგური დგას. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული ბირთვული ავარიის საფრთხე და მასთან დაკავშირებული შედეგები მოსახლეობასა და გარემოზე“, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ.
მისი თქმით, ელექტროსადგურის პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის პირობები სულ უფრო იძაბება.