თბილისში ევროპის დღეები გრძელდება - საზეიმო ღინისძიების ეპიცენტრი ისევ ორბელიანის მოედანია. დღევანდელი ღონისძიების მთავარი თემა შვედეთი იქნება. მოეწყება შვედი მწერლების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს გაიმართება მომღერალ სოფია კარლსონისა და ანსამბლ „რილტონს ვანერის“ კონცერტები. გუშინ კი ორბელიანის მოედანმა ესპანეთის დღეს უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ევროკავშირის 2 თავმჯდომარის ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.