რუსი ოკუპანტები მიკოლაივის ოლქს X-22 ტიპის 5 რაკეტით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმოს შენობა დაზიანდა.
„წინასწარი ინფორმაციით, Tu-22M3 სტრატეგიული თვითმფრინავიდან ოლშანსკაიასა და კონსტანტინოვსკაიას თემებს X-22 ტიპის 5 რაკეტა ესროლეს, დაზიანდა სამრეწველო საწარმოს შენობა“, - აცხადებს ვიტალი კიმი.
მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.