ირანში ტერორიზმის ბრალდებით ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქე ჰაბიბ ჩააბი სიკვდილით დასაჯეს. „ალჯაზირას“ ინფორმაციით, მამაკაცს ბრალი 2018 წლის სამხედრო აღლუმის დროს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს. ჩააბი ირანის უსაფრთხოების ძალებმა თურქეთში დააკავეს და შემდეგ თეირანში გადაიყვანეს. სამართლომ მისი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მარტში მიიღო. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააბის სიკვდილით დასჯის ფაქტს „შემაშფოთებელს“ უწოდებს.