„ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ ბახმუტში პოზიციებს „კადიროველებს” გადასცემს.
ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.
პრიგოჟინი მადლობას უხდის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს, რომ „საჭირო რესურსების მიღების შესაძლებლობების ქონის პირობებში“ იგი ბახმუტში „ვაგნერის” პოზიციების დაკავებას დათანხმდა.
„უკვე ვუკავშირდები მის წარმომადგენლებს, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ პოზიციების გადაცემა იმისთვის, რომ 10 მაისს, 00:00-ზე, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით ამოვწურავთ ჩვენ საბრძოლო პოტენციალს, ჩვენ ადგილებზე ჩვენი თანამებრძოლები დადგნენ და დასახლებულ პუნქტ ბახმუტის შტურმი გააგრძელონ“, - წერია განცხადებაში.
პრიგოჟინის მტკიცებით, ბახმუტში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ “ორ კვადრატულ კილომეტრზე ცოტათი მეტი” დარჩა.